Accentnews.ge
გახარია: "ჩემი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი, მთავრობაშიც მე ვიქნები გადამწყვეტი, წერტილი"

გახარია: "ჩემი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი, მთავრობაშიც მე ვიქნები გადამწყვეტი, წერტილი"

12/09/2024 18:51:25 პოლიტიკა

"ჩვენ არცერთ შემთხვევაში არანაირ კოალიციას და თანამშრომლობას არ დავუშვებთ არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიშა სააკაშვილთან, სხვა ყველაფერი განხილვადია", – ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მიზანი ქვეყანაში კერპების დაინგრევაა:

"ის, რომ ამას აქვს 30% და იმას 45%, არ ნიშნავს, რომ მათ უნდა შექმნან კოალიცია, ეს არ არის ასე, არსად არ წერია, ეს არის გრძელი და საკმაოდ რთული პროცესი და ამ პროცესში შესაძლებლობები არის უამრავი. მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ - კრიტიკულად მიუღებელია ერთი კერპი ერთ მხარეს და მეორე კერპი მეორე მხარეს, სხვა ყველაფერი განხილვადია".

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გადაწყვეტს, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შედეგის მიხედვით, მისი ხმები გადამწყვეტი შეიძლება, აღმოჩნდეს, გახარიამ შემდეგი განაცხადა:

"თუ გადამწყვეტი ხმა მექნება, როგორ გგონიათ, ამ გადამწყვეტ ხმებს მიშა სააკაშვილს ან ბიძინა ივანიშვილს ვაჩუქებ? ჩემი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი, მთავრობაშიც მე ვიქნები გადამწყვეტი, წერტილი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S