სირიაში რუსეთის ავიაიერიშს სულ მცირე, ათი მოქალაქე ემსხვერპლა
30/01/2020 15:18:04 მსოფლიო
სირიის პროვინცია იდლიბში რუსეთის ავიაციის იერიშის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ათი სამოქალაქო პირი და რამდენიმე ათეული დაიჭრა. ამის შესახებ თურქეთის საინფორმაციო სააგენტო Anadolu იტყობინება სირიის არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრ ჩაფხუტებზე“ დაყრდნობით.
როგორც იუწყებიან, საჰაერო იერიში მიიტანეს ქალაქ ერიჰაზე, კონფლიქტის დეესკალაციის ზონაში. იმ ობიექტებს შორის, რომლებზეც განხორციელდა დარტყმები, არის საცხობი და საავადმყოფო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიადარტყმების შესახებ ცნობას საინფორმაციო პროვოკაცია უწოდა.


