Accentnews.ge
რუსული დაბომბვების შემდეგ თურქეთი ზომების მიღებას გეგმავს

რუსული დაბომბვების შემდეგ თურქეთი ზომების მიღებას გეგმავს

30/01/2020 21:03:15 მსოფლიო

თურქეთი სირიაში, იდლიბში მათ ძალებსა და მოქალაქეებზე თავდასხმის საწინააღმდეგოდ დამატებით ზომებს მიიღებს,– ამის შესახებ დღეს, 30 იანვარს თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტ ერდოღანთან თითქმის 5-საათაინი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სირიაში აქტიურ სახელმწიფოებთან დადებული შეთანხმებების მიუხედავად, თავდასხმაები გრძელდება.

კონკრეტულად რა ზომების მიღებას აპირებს თურქეთი, ჯერჯერობით, უცნობია.

გუშინ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთი შეთანხმებას არ ასრულებს და რომ დაბომბვის გამო ანკარა მოთმინებას კარგავს და ანკარა გააკეთებს იმას, რაც საჭიროა.

დღეს სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს ჯეფრის თქმით, იდლიბზე თავდასხმების გამო ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში 700000 პირი იძულებით გადასახლებულია და იძულებით გადაადგილებული პირები თურქეთის საზღვრისკენ მიდიან, რაც შემდეგ საერთაშორისო კრიზისს შექმნის.

უკანასკნელი დაბომბვების შედეგების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. კერძოდ, თურქეთის საინფორმაციო სააგენტო Anadolu სირიის არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრ ჩაფხუტებზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ იდლიბში რუსეთის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა სულ მცირე, ათი სამოქალაქო პირი და რამდენიმე ათეული დაიჭრა.

როგორც იუწყებიან, საჰაერო იერიში მიიტანეს ქალაქ ერიჰაზე, კონფლიქტის დეესკალაციის ზონაში. იმ ობიექტებს შორის, რომლებზეც განხორციელდა დარტყმები, არის საცხობი და საავადმყოფო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიადარტყმების შესახებ ცნობას საინფორმაციო პროვოკაცია უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S