იტალიაში, საკრუიზო გემზე მყოფ ჩინელ ცოლ-ქმარს კორონავირუსი არ დაუდგინდა
30/01/2020 21:20:48 მსოფლიო
იტალიის პორტ ჩივიტავეკიაში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე მყოფი მგზავრების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორი ჩინელი ტურისტი - ცოლ-ქმარი, რომლებიც ჰონგ- კონგიდან არიან, ხომალდის ბორტზე ერთადგილიან სამედიცინო კაიუტაში იმყოფებიან. ტემპერატურა და გრიპის იოლი სიმპტომები მხოლოდ ცოლს აღენიშნება, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ისიც იზოლირებულია.
ექიმების განცხადებით, კორონავირუსის საბოლოოდ გამოსარიცხად, აუცილებელია, ანალიზების საბოლოო პასუხი, რომელიც რომის საავადმყოფოშია გადაგზავნილი.
ხომალდის ბორტზე 6 000 ადამიანი იმყოფება.


