Accentnews.ge
"თავისუფლების მოედანი" გახარიასთან გაერთიანებაზე: "მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ფასეულობები"

"თავისუფლების მოედანი" გახარიასთან გაერთიანებაზე: "მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ფასეულობები"

17/09/2024 05:50:22 პოლიტიკა

პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი", რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს" შემადგენლობშია, აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატებაზე, ერთობლივად, ოთხივე წევრის მიერ მიიღება.

მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" აღნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ფასეულობები და პრინციპები.

"თავისუფლების მოედნის“ პოზიციას განსაზღვრავს ჩვენი წევრების და მხარდამჭერების ღირებულებები და ინტერესები. ჩვენ წარმოვადგენთ პატიოსან, პროფესიონალ და პატრიოტ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის რუსული გავლენის საწინააღმდეგოდ.

ჩვენს მხარდამჭერებს ეს ბრძოლა ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ - რეზინის ტყვიების, მომწამლავი აირისა თუ ხელკეტების პირისპირ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფასეულობები და პრინციპები, რომელთა დასაცავადაც უაღრესად რთულ დროს გადავწყვიტეთ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება", -ნათქვამია განცხადებაში.

16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია „ძლიერ საქართველოსა“ და პარტიას „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კოალიციისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები 17 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთმანეთთან შესახვედრად მივლენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S