Accentnews.ge
კობახიძე საერთაშორისო დამკვირვებლებს აკრიტიკებს

კობახიძე საერთაშორისო დამკვირვებლებს აკრიტიკებს

17/09/2024 10:40:57 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს და აკრიტიკებს დამკვირვებლებს, რომ ისინი ამ საკითხზე არ ამახვილებენ ყურადღებას.

"სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებას, მათ შორის, როდესაც ის პირდაპირ არის ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში, ესეც არის კონსტიტუციის დარღვევა", - ამბობს კობახიძე და დასძენს, რომ ეუთო/ოდირმა ასეთი აქტები კონკრეტულ ქვეყანაში შეაფასა, როგორც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, თან ისეთ ქვეყანაში, სადაც კონსტიტუციაში პირდაპირ არ უწერია პრეზიდენტს, რომ უნდა იყოს ზეპარტიული, მაგრამ საუბარი იყო კონსტიტუციის სულისკვეთებაზე.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული. ეს, მათ შორის, ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ერეოდეს სარჩევნო პროცესებში. ეს არის, ბუნებრივია, საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, თუმცა ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია არც ერთი კრიტიკული განცხადება ამასთან დაკავშირებით, რაც ცალკეული დამკვირვებლების მიკერძოებაზე მეტყველებს, ბუნებრივია“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S