როთი: „დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს თავისუფლება, დემოკრატია და ევროპული ღირებულებები"
17/09/2024 12:12:49 პოლიტიკა
მმართველი პარტიის ცილისმწამებლური კამპანიის მიუხედავად, ჩემთან დისკუსიისა და კამათის ინტერესი დიდია, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს თავისუფლება, დემოკრატია და ევროპული ღირებულებები“, - წერს როთი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში“ გამართული შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში გუშინ ჩამოვიდა. მმაღთველმა გუნდმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. საქართველოს შემდეგ იგი სომხეთს ეწვევა.


