Accentnews.ge
"ქართულმა ოცნებამ" ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა და არჩევნებამდე დაასრულა დაკომპლექტების პროცესი

"ქართულმა ოცნებამ" ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა და არჩევნებამდე დაასრულა დაკომპლექტების პროცესი

17/09/2024 12:14:47 პოლიტიკა

პარლამენტმა 83 ხმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ერთხმად დაამტკიცა ნიკოლოზ მარსაგიშვილი, იუსტიციის საბჭოს მოქმედი მდივანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ამით "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებამდე დაასრულა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესი: 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, 2021 წელს - 11, 2024 წელს - სამი. უმაღლეს ისტანციაში ჯამში 28 მოსამართლეა.

გასულ კვირას გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე, ნიკოლოზ მარსაგიშვილს აზრი ჰკითხეს მაღალი თანამდებობის მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, რაც საქართველოს წინაშე ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა.

"ვფიქრობ, რომ ვეტინგი უფრო სხვა მიზნებს ისახავს და ეს კეთილსინდისიერების შემოწმება იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც ჩატარდა, არ არის. ეს სულ სხვა მიზანს ისახავს და კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული...ვინ უნდა შემამოწმოს, მოდი ასე დავსვათ კითხვა, როცა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობაზე, ეს მექანიზმი შექმნა - ჩვენ გვაქვს ანტიკორუფციული ბიურო," თქვა მარსაგიშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე 12 სექტემბერს.

მარსაგიშვილი უზენაეს სასამართლოში საქმიანობას 2025 წლიდან გააგრძელებს, რადგან მომავალ წელს ეწურება უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასიტაშვილის ადგილზე კონკურსი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S