Accentnews.ge
გახარია: ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე

გახარია: ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე

17/09/2024 15:47:28 პოლიტიკა

ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ინიციატივისთვის.

„მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, ეს არის რის გამოც გადაიდო, თორემ ჩემი მხრიდან აქ არაფერი არა [...].

ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია. ის არის მკაფიო, რომელიც ითვალისწინებს ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური,დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. მე და ჩემი გუნდი სახელმწიფო ინტერესებს ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა. რასაც დღესაც ვაკეთებთ. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფისირეთ, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე", - განაცხადა გახარიამ.

მან წარსულში ხაზარაძის მხრიდან ბრალდებების კონტექსტში თქვა, რომ მის წინააღმდეგ მრავალგვარი ეპითეტები გამოუყენებიათ - "თვალთხარია", "რუსი" და ა.შ, მაგრამ როდესაც გაჩნდა შესაძლებლობა, ენმ-სა და "ქართული ოცნების" ერთად დამარცხების და ქვეყნის გამარჯვების, აიტანს.

ასევე თქვა, პრეზიდენტის ქარტიის დღის წესრიგს მხარს უჭერს და თუ ქვეყანას დასჭირდა, მოაწერს ხელს, თუმცა ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

მან გაიმეორა, რომ "ამ საარჩევნო ციკლში" "ქართულ ოცნებას" და არც ენმ-ს არ შეუქმნის კოალიციას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S