Accentnews.ge
ჰელსინკის კომისია: ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს

ჰელსინკის კომისია: ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს

17/09/2024 18:10:33 პოლიტიკა

ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს, - აცხადებს აშშ-ის ჰელსინკის კომისია.

ჰელსინკის კომისია ხაზს უსვამს, რომ ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ქვეყნის საკუთარ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

"სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების გუშინდელი სანქციები ქართველებთან ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა. საქართველოს ხალხს საშუალება უნდა ჰქონდეთ მშვიდობიანად შეკრების უფლება გამოიყენონ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლისთვის საფრთხის გარეშე,” - ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-მა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო საქართველოს ოთხი მოქალაქე პირველად შეიყვანა ე.წ. "მაგნიტსკის სიაში". სანქცირებულთა შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე ძალადობრივი პრორუსული "ალტ-ინფოს" დამფუძნებლები ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია. გარდა ამ პირებისა, სავიზო შეზღუდვები შეეხება ათეულობით ქართველს და მათ ოჯახის წევრებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S