Accentnews.ge
"ჩვენ" და "რეგიონები საქართველოსთვის" გაერთიანდნენ

"ჩვენ" და "რეგიონები საქართველოსთვის" გაერთიანდნენ

19/09/2024 09:58:18 პოლიტიკა

დავით ქაცარავას პარტია "ჩვენ" და დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის მოძრაობა "რეგიონები საქართველოსთვის" გაერთიანდნენ.

"ტარიელ ნაკაიძე საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც რელიგიურ და ეთნიკურ თემებზე მომუშავე ადამიანი. მას აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და ამ ჩვენი ერთობით ძალიან დიდ, ქვეყნისთვის საჭირო ბრძოლაში ერთად შევდივართ", - თქვა დავით ქაცარავამ.

თავის მხრივ, ნაკაიძემ აღნიშნა, რომ როცა იქმნებოდა მოძრაობა "რეგიონები საქართველოსთვის", მიზანი იყო ხალხის პრობლემებზე საუბარი- თითოეული "არ გაგონილი ხმა ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში":

"სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია რომ პარტია "ჩვენის" და ჩვენი ფუნქცია და ვალდებულებები მოსახლეობის წინაშე სრულ თანხვედრაშია. ჩვენი მიზანია ყველა დაჩაგრულის, გულგატეხილისა და იმედგაცრუებული მოქალაქის ხმა იქნას გაგონილი და მათ წარმოვადგენთ საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

"ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით სახელმწიფოსგან მიტოვებული ხალხის ვერდით, "ჩვენ" ვართ თქვენ", - დასძინა აკია ბარბაქაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S