Accentnews.ge
ბუაძე: იმედი მაქვს, რომ არის გაუგებრობა

ბუაძე: იმედი მაქვს, რომ არის გაუგებრობა

19/09/2024 12:25:39 პოლიტიკა

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე იმედს იტოვებს, რომ პარტიის "საქართველოსთვის" განცხადება გაუგებრობაა.

მისი თქმით, 16:00 საათზე პრეზიდენტთან შეხვედრაა დანიშნული.

"ეს პროცესი დაიწყო, ეს პროცესი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ჯერ კიდევ პრეზიდენტის აქტიური მონაწილეობით და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სრული სიურპრიზი აღმოჩნდა ეს განცხადება. გუშინდელი დღის მონაცემებით, ჩვენ გვქონდა პრინციპულ საკითხებზე ერთგვარი შეთანხმება, არსებობდა ორივე მხრიდან ძალიან გასაგები მოლოდინები. იმასაც ვიტყვი, რომ "ლელოს" შიგნით ამ მოლაპარაკებებს აქვს სრული მხარდაჭერა და ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას და გახარიას გუნდთან შეთანხმების მიღწევას აქვს სრული მხარდაჭერა "ლელოს" შიგნით და ამაზე, არის კონსენსუსი ჩვენს გუნდში. მეტიც, კოალიციის შიგნითაც არის დიდი კეთილგანწყობა - შემიძლია, გავიხსენო იგივე ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმული საჯარო პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ასევე ამ შეთანხმებას. ის, რომ სადღაც ვიღაც წინააღმდეგია, ეს აბსოლუტურად არასწორი ფორმულირებაა საკითხის.

ჩვენს შიგნით, კოალიციაში არანაირი პრინციპული წინაამდეგობა არ არსებობდა და ეს არავის არ განუცხადებია. არსებობდა უბრალოდ კითხვები იმ მნიშვნრლოვნ და ძალიან მგრძმოიარე პროცესთან მიმართებით, რომელიც მიმდინარეობს და კითხვების არსებობა კოალიციურ პარტნიორებში არის სრულიად მოსალოდნელი და ბუნებრივი რამ. შესაბამისად, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ღამე, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დამატებითი კომუნიკაციისთვის, რა თქმა უნდა, ამას სჭირდებოდა შესაბამისი დრო, დღეს პრეზიდენტთან შეხვედრა იყო და არის დანიშნული. შეხვედრამდე ერთი საათით ადრე გამოქვეყნდა ეს განცხადება, რომელიც, მე ძალიან იმედი მაქვს, რომ არის გაუგებრობა და არ გამოხატავს არსებულ სულისკვეთებას, რომელიც შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით არსებობს, რადგან გვაქვს პრინციპული თანხმობა და პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით მზაობა, რომ ეს შეთანხმება გაფორმდეს პრეზიდენტის მონაწილეობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S