Accentnews.ge
ვის მისცემდა ხმას ამომრჩეველი მსხვილი კოალიციების პირობებში - Edison Research-ის კვლევა

ვის მისცემდა ხმას ამომრჩეველი მსხვილი კოალიციების პირობებში - Edison Research-ის კვლევა

19/09/2024 19:17:58 პოლიტიკა

Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში გამოიკითხა, თუ რა მხარდაჭერა ექნებოდა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების სხვადასხვა ვარიანს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ოპოზიციური ფლანგის გაერთიანების შემთხვევაში, მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება / ხალხის ძალა - 38%
  • ოპოზიციური პარტიების გაერთიანება: ერთიანობა, კოალიცია ცვლილებებისთვის, ძლიერი საქართველო, გახარია - საქართველოსთვის, ლეიბორისტული პარტია, გირჩი (იაგო ხვიჩია) - 62%

იმ შემთხვევაში, თუ "ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდებოდა ერთი მხრივ, "ერთიანობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის", ხოლო მეორეს მხრივ - "ძლიერი საქართველო" და "გახარია - საქართველოსთვის", შედეგები ასე ნაწილდება:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 39%
  • ერთიანობა, კოალიცია ცვლილებებისთვის - 36%
  • ძლიერი საქართველო, გახარია - საქართველოსთვის - 25%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთითა და დაფინანსებით, ამერიკულმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ჩაატარა. განიმარტა, რომ გამოკითხვა ჩატარდა 1.09-15.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95% იანი სანდოობის ზღვრისთვის.

როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის ახალი კვლევა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S