Accentnews.ge
ბეჟუაშვილი: მიკვირს, რომ ადამიანებმა, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, დღეს დუმილი აირჩიეს

ბეჟუაშვილი: მიკვირს, რომ ადამიანებმა, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, დღეს დუმილი აირჩიეს

20/09/2024 12:10:57 პოლიტიკა

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების თაობაზე ევროკავშირიდან ოფიციალურად გაჟღერებამდე დიპლომატები კულუარებში საუბრობდნენ ამგვარი მზაობის არსებობეის შესახებ, ეს „სიახლე არაა“ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, რადგან დიპლომატიუირი არხებით ყველა გზავნილი მიწოდებულია.

ის იხსენებს განვლილ რთულ გზას ისტორიულ შესაძლებლობამდე.

„ვერ წარმომედგინა, რომ მოგვიწევდა ჩვენი ევროპული არჩევანის დაცვა არა გარე მტრისგან, ჩვენი შიდა პოლიტიკური ძალისგან - ვგულისხმობ არსებულ ხელისუფლებას. ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ. გვიწევდა ევროპელებისთვის - გერმანელებისთვის, ფრანგებისთვის, ჰოლანდიელებისთვის მტკიცება იმისა, რომ საქართველოს ევროპული იდენტობა დასტურდება ჩვენი ისტორიით, ქმედებით, სურვილით, ვიყოთ ევროპელები. დღეს ეს კარი ღიაა და არის ისეთი შესაძლებლობა, რომ თუ დღეს საქართველომ ეს არ გამოიყენა, ვფიქრობ, ჩვენმა მომავალმა თაობებმა შესაძლოა, ვერც მოახერხონ - ისტორიული მომენტია დღეს. ეს იციან ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მაგრამ ასევე იციან იმ ქვეყნებმა, ძალებმა, რომლებსაც არ უნდათ საქართველოს ევროპული არჩევანი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში „ლომის წილი“ აქვს ჩვენს ხელისუფლებას, ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ. ხელისუფლებაში დღეს ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც არც კვალიფიკაცია აკლია, არც შემართება, ძალიან კარგად ესმით არსებული მომენტი. რატომ ხდებიან ტყვეები ვიღაცის ამბიციების, არ ესმის. ყველას თავისი არჩევანი აქვს. [...] დუმილიც პოზიციაა. უბრალოდ ძალიან მიკვირს, რომ ადამიანებმა, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის, დღეს ამგვარი სამოქალაქო პოზიცია აირჩიეს - დუმილი“,- ამბობს ბეჟუაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S