Accentnews.ge
ხაზარაძე 9-პუნქტს ასაჯაროებს, რომელზეც მისი თქმით, თავდაპირველად შეთანხმდა გახარიასთან

ხაზარაძე 9-პუნქტს ასაჯაროებს, რომელზეც მისი თქმით, თავდაპირველად შეთანხმდა გახარიასთან

20/09/2024 15:32:01 პოლიტიკა

„ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე იმ 9-პუნქტიან ჩამონათვალს ასაჯაროებს, რომელზეც, მისი თქმით, თავდაპირველად შეთანხმდა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან.

„ეს იყო, რაზეც შევთანხმდით",- ამბობს ხაზარაძე. ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით 9, საპარლამენტო არჩევნებში და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისაც ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის „ქართული ქარტია“.
  • ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით.
  • გახარია თავად არ იქნება „ძლიერი საქართველოს“ პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის ( გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა მაშინ ჩავეწეროთ ორივე).
  • ხაზარაძის და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით მაგალითად 10-10 „ლელო“/ გახარია, ზემოდან თანაბრად ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები( სხვა დეტალები დასაზუსტებელია).P.S.მან თქვა, რომ ორი პარტია უერთდება.
  • გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას „ძლიერი საქართველოს“ პროგრამაში და მისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამის და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი.
  • ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით.
  • 20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება, თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან.
  • დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო სადაც ხაზარაძის და გახარიას გუნდები თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი და ამასთან ერთად კოალიციის სხვა წევრებიც.
  • მართვა, საბჭო. მაგალითად : გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთი ხმა რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან, (მაქსიმუმ 6 ადამიანი) 12 გახარია, 12 „ლელო“, 3-3 კოალიციიდან.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა - მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა.

ხაზარაძისა და გახარიას პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. მას შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა.

დღეს გახარიამ განაცხადა, რომ მზადაა, სამი პირობიოთ განაახლოს დიალოგი ხაზარაძესთან. თავის მხრივ, ხაზარაძემ მოლაპარაკებების "აყირავებაში" გახარიას დასდო ბრალი, მის პირობებს კი "შეუძლებელი" და "სპეცოპერაცია" უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S