Accentnews.ge
«ამერიკის ხმა»: აშშ-მა “ისლამური სახელმწიფოს” ახალი ლიდერის ვინაობა დაადგინა

«ამერიკის ხმა»: აშშ-მა “ისლამური სახელმწიფოს” ახალი ლიდერის ვინაობა დაადგინა

31/01/2020 14:43:32 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ამჟამინდელი ლიდერის ვინაობა დაადგინეს. ბოლო დრომდე იგი აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ქურაშის სახელით იყო ცნობილი. ვაშინგტონში თვლიან, რომ ამ ფსევდონიმის უკან იმალება ჰაჯი აბდულა, - განუცხადა “ამერიკის ხმას” წყარომ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში.

ჰაჯი აბდულა ასევე ამირ მოჰამედ აბდელ რაჰმან ალ-მაულის სახელით იყო ცნობილი, - აზუსტებს გამოცემის წყარო. ადრე მის შესახებ სპეცსამსახურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემა “The Guardian” წერდა.

ამასთან, გასული წლის ოქტომბრის ბოლოს გამოცემა “Newsweek” ასევე წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ “ბოევიკების” ახალ ლიდერად აბდულა ქარდაში, იგივე ჰაჯი აბდულა ალ-აფარი დაინიშნა.

ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლების მონაცემებით, აბდულა რელიგიური უმცირესობის – იეზიდების წარმომადგენელთა მასობრივი მკვლელობის მთავარ ორგანიზატორთა შორის ერთ-ერთი იყო.

გარდა ამისა, მას ევალებოდა კონტროლი “ისლამური სახელმწიფოს” ზოგიერთ მსხვილ ოპერაციაზე. ცნობისთვის: «ისლამური სახელმწიფოს” წინა ლიდერმა – აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ გასული წლის ოქტომბერში, მისი აყვანის ოპერაციის დროს აიფეთქა თავი, რომელიც სირიის პროვინცია იდლიბში ამერიკულმა ქვედანაყოფებმა ჩაატარეს. ახალი ლიდერის დასაჭერად დახმარებისთვის აშშ-მა 5 მლნ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. Newsweek-ის წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ ლიკვიდაციის მომენტისთვის აბუ ბაქრ ალ-ბაგდადის, როგორც ლიდერის როლი უკვე სიმბოლური იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S