შს მინისტრის მოადგილემ საქართველოში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
21/09/2024 08:29:08 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშესთან, ალექსანდრ ტიგაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა ბიუროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ერთობლივი ღონისძიებების, პოლიციელთა გადამზადებისა და სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.


