ერდოღანი სამხედრო ოპერაციის დაწყებით იმუქრება
31/01/2020 17:10:49 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თუ სირიის იდლიბის პროვინციაში სამთავრობო ძალები თავდასხმებს არ შეწყვეტენ, თურქეთმა შესაძლოა, სამხედრო ოპერაცია დაიწყოს.
როგორც ერდოღანმა განმარტა, თურქეთს არ შეუძლია, გაუმკლავდეს მიგრანტების ახალ ტალღას, ანკარა საზღვრებთან ახალი საფრთხეების გაჩენას არ დაუშვებს, თუნდაც ეს სამხედრო ძალის გამოყენებას ნიშნავდეს.
„ყველა აუცილებელ ზომას მივმართავთ, როდესაც ვინმე ჩვენს მიწას ემუქრება. არჩევანი აღარ გვექნება, გარდა იმისა, რომ იმავე გზას მივმართოთ, თუ იდლიბში ვითარება სწრაფად არ დაუბრუნდება ნორმალურ ჩარჩოებს. თავს არ შევიკავებთ გავაკეთოთ ყველაფერი აუცილებელი, მათ შორის არის სამხედრო ძალის გამოყენება,“ – აღნიშნა ერდოღანმა.
რუსეთის სამხედრო ავიაციის დახმარებით, სირიის სამთავრობო ძალები ამბოხებულების მიერ კონტროლირებული სირიის ბოლო რეგიონის დაკავებას გასული წლის აპრილის შემდეგ ცდილობენ.


