Accentnews.ge
აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტზე“ იმსჯელებენ

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტზე“ იმსჯელებენ

23/09/2024 07:43:27 პოლიტიკა

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „ქართველი ხალხის აქტზე“ იმსჯელებენ.

მოსმენა თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "აგენტების კანონის" საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს, ამერიკელმა სენატორებმა ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და "აგენტების კანონის" მიღების ხელშეწყობაზე არიან პასუხისმგებელნი.

„ქართველი ხალხის აქტი“ სენატორების – ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ შედგენილი პაკეტია.

ამავე თემაზე: რა წერია "ქართველი ხალხის აქტში"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S