Accentnews.ge
გიორგი გახარიამ პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა

გიორგი გახარიამ პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა

23/09/2024 09:57:51 პოლიტიკა

„გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ "ქართულ ქარტიას". ინფორმაციას ადასტურებენ მის პარტიაში და აცხადებენ, რომ "საქართველოსთვის" თავმჯდომარე ორბელიანების სასახლეში დღეს დილით იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, "ქართული ქარტია" პრეზიდენტმა საზოგადოებას 26 მაისს გააცნო.

დოკუმენტზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, გაატარონ ევროინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა, გააუქმონ რუსული კანონები, რის შემდეგაც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს დააბრუნებენ და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

ქარტიას თითქმის სრულად მოაწერა ხელი ოპოზიციამ, გახარიას გუნდის ხელმოწერა კი დოკუმენტზე ამ დრომდე არ ფიქსირდებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S