პრეზიდენტი – "ოცნებაზე": როცა მტერს უღვივებ მადას და ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ მე არ ვიცი რა არის მშვიდობის პოლიტიკა"
23/09/2024 16:42:31 პოლიტიკა
"შიგნი თუ გარეთ, შენ მტერს ყველაფერს რომ უთმობ, რომ მიდიხარ წამოუდგენელ დათმობებზე ყველა მხრივ, შენ უღვივებ მას მადას და სხვა არაფერი. როცა ეს მადა არის გაღვივებული და შენს გვერდით, შენს მეგობრად არავინ აღარ არის და ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ მე არ ვიცი რა არის მშვიდობის პოლიტიკა", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართულ ოცნებაზე" საუბრისას განაცხადა


