Accentnews.ge
ნანა მალაშხია კოალიციას "ცვლილებისთვის" შეუერთდა

ნანა მალაშხია კოალიციას "ცვლილებისთვის" შეუერთდა

23/09/2024 17:54:56 პოლიტიკა

მარტის პროდასავლური დემონსტრაციების სიმბოლოდ ქცეული ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია, ოპოზიციურ კოალიციას "ცვლილებისთვის" შეუერთდა.

პარტიის მიერ გამართულ წინასაარჩევნო შეკრებაზე ნანა მალაშხია პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ წარადგინა.

"ჩემთვის დიდი პატივია, ვიდგე აქ და ახლა, თქვენს წინაშე. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა, მე ამაში დავინახე შესაძლებლობა, რომ თქვენთან ერთად, ამ გუნდთან ერთად ვიბრძოლო ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ცვლილებებისათვის. ცვლილებებისათვის, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში უიმედობას, ცვლილებებისათვის, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში სიღარიბეს, კორუფციას, ირაციონალურ შიშებს, ცვლილებები, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში ზიზღსა და სიძულვილს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურ იარაღად აქცია და დააკანონა კიდეც. ცვლილებები, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას, ავტორიტარიზმს და ბელადომანიას, ცვლილებები, რომელიც გაათავისუფლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, საჯარო სამსახურებს პარტიული გავლენებისგან. ცვლილებები, რომლებიც მოიტანს იმედს, ბედნიერების განცდას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას. ცვლილებები, რომელიც მოიტანს დაბალანსებულ, მრავალპარტიულ, კოალიციურ მმართველობას. ცვლილებები, რომელიც განხორციელდება ქართული ქარტიის ფარგლებში. ცვლილებები, რომელიც დაგვიბრუნებს მეგობრებს და პარტნიორებს. ეს არის ის ცვლილებები, რომლისთვისაც მინდა ვიბრძოლო თქვენთან ერთად. ამ გუნდთან ერთად და მადლობა ამ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის, ამ მხარდაჭერისთვის. მითხრეს, შენ გააკეთე შენი მაქსიმუმი, მაგრამ ქალი ევროკავშირის დროშით გადმოვიდა ფოტოდან და აგრძელებს ბრძოლას, ბრძოლას სამშობლოსთვის. ცვლილებების დროა! გამარჯვების დროა!" , - განაცხადა მალაშხიამ.

47 წლის ნანა მალაშხია საჯარო მოხელეა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S