კოალიციას "ცვლილებებისთვის" გუნდს ივა ჭყონია შეუერთდა
23/09/2024 18:22:26 პოლიტიკა
კოალიციას "ცვლილებებისთვის" გუნდს ივა ჭყონია შეუერთდა. ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მისი კანდიდატურა გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ წარადგინა.
ივა ჭყონიას განცხადებით, "აუცილებელია, რომ ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და საქართველოს გეზი არა რუსეთისკენ, არამედ დასავლეთისკენ აიღოს'.
"დღეს უნდა დავიწყოთ ბრძოლა იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომელიც წინ ელოდება ჩვენს ქვეყანას. სამოქალაქო პლატფორმიდან არაერთხელ მიბრძოლია და არაერთხელ მისაუბრია იმ პრობლემებზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. არაერთხელ ამიხსნია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნეს წარმომადგენლებისთვის, რა კეთილდღეობა მოიტანა ევროპამ, რა კეთილდღეობა მოიტანა ამერიკამ და რა კეთილდღეობა შეიძლება დავკარგოთ ხვალ და ზეგ, თუ არ მივიღებთ იმ სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც 26 ოქტომბერს არის მისაღები", - განაცხადა ივა ჭყონიამ.


