Accentnews.ge
ბოლო 2 თვეში პოლიტიკურმა პარტიებმა 9 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 8 მილიონ ლარზე მეტი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

ბოლო 2 თვეში პოლიტიკურმა პარტიებმა 9 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 8 მილიონ ლარზე მეტი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

24/09/2024 07:01:06 პოლიტიკა

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში, 9 571 423 ლარის შემოწირულება მიიღეს.

ყველაზე მეტი შემოწირულება - 8 მილიონ ლარზე მეტი, უფრო კონკრეტულად კი 8 246 460 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში პარტიაზე დაახლოებით 250-მდე შემოწირულება მოდის, მათგან 40-მდე პირმა მმართველ პარტიას 60-60 ათასი ლარი ჩაურიცხა.

მმართველი პარტიის შემდეგ ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულება „ლელო საქართველოსთვის“ აქვს მიღებული. პარტიამ 1 038 537 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულებას, პარტიას164 455 ლარი ჩაერიცხა.

პარტიას „საქართველოსთვის“ 118 971 ლარის შემოწირულება აქვს მიღებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S