Accentnews.ge
ლომჯარია: ხელისუფლებას კოალიციური სადამკვირვებლო მისიის ეშინია, ანტიკორუფციულმა ბიურომ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია

ლომჯარია: ხელისუფლებას კოალიციური სადამკვირვებლო მისიის ეშინია, ანტიკორუფციულმა ბიურომ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია

24/09/2024 11:49:54 პოლიტიკა

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებას კოალიციური სადამკვირვებლო მისიის ეშინია.

მისივე შეფასებით, "ანტიკორუფციულმა ბიურომ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია".

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, კოალიციური სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა ეროკავშირს", რომელიც 30–ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ქართველი ხალხის არჩევანის დაცვას გააგრძელებს.

„საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში არსებობს განგაში და შიში იმ კოალიციური სადამკვირვებლო მისიის "ჩემი ხმა ეროკავშირს", რომელიც აერთიანებს 30–ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას. დღეს პრემიერ–მინისტრის მიერ მართულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ რეალურად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და გასცდა საქართველოს კანონმდებლობას, შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება და თქვა, რომ ნებისმიერი კამპანია არ ქმედება, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას – და მან მაგალითად მოიყვანა ის, რომ ეს კამპანია საზოგადოებაში აღვივებს პოზიტიურ დამოკიდებულებას ევროკავშირში საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებით – მან მიიჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის გავლენის მომხდენი ნებისმიერი კამპანია ან განცხადებები, ეს არის პოლიტიკური საქმიანობა და ამის გამო დაუწესა შეზღუდვები კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს არჩევანი, გახდეს ევროკავშირის წევრი ეს არის კონსტიტუციის 78-ე მუხლით გარანტირებული, გაცხადებული ქართველი ხალხის ნება, შესაბამისად, პრემიერ–მინისტრის მართული ანტიკორუფციული ბიურო, რა თქმა უნდა, საზოგადოების ამ ნებას ვერ შეცვლის და ჩვენ, 30 არასამთავრობო ორგანზაცია გავაგრძლებეთ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვას"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S