დარჩიაშვილი: პრემიერი ევროპის საბჭოს ახალ გენმდივანს შეხვდება და ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობას განიხილავს
24/09/2024 16:16:48 პოლიტიკა
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივანთან შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა,- უთხრა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ევროპის საბჭო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
“ახალ გენერალურ მდივანს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი პრიორიტეტები, რომელსაც ის მომავალი წლების განმავლობაში განახორციელებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა მასთან შეხვედრის. ვფიქრობ, რომ შეხვედრის ფარგლებში იქნება განხილული ორმხრივ ფორმატში საქართველო- ევროპის საბჭოს თანამშრომლობა. ევროპის საბჭო არის ორგანიზაცია, სადაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ კიდე უფრო ძლიერად განაგრძოს იმ პრიორიტეტების განხორციელება, რომელიც ჩვენ ორგანიზაციასთან გვაქვს დასახული”,-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


