Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

24/09/2024 16:28:06 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს შეხვდა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს "ნაყოფიერ თანამშრომლობას და ორგანიზაციის მნიშვნელოვან წვლილს რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე".

რელიზში ვკითხულობთ, რომ ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის პოლიტიკას "კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით, ასევე მოქმედი საერთაშორისო მექანიზმების ეფექტურობის გაუმჯობესების მნიშვნელობას".

შეხვედრაზე ასევე განიხილეს "საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას მათთან გამკლავების პროცესში და აღინიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია".

“ვისაუბრეთ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად”, - თქვა მოგვიანებით კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S