ხასაია: "დაჯარიმებაზე სასამართლოდან ოქმი არ ჩამბარებია, ანგარიშებზე ყადაღა დამადეს"
25/09/2024 08:30:52 პოლიტიკა
“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის გელა ხასაია განცხადებით, სასამართლოდან არ მიუღია ოქმი, რომლის საფუძველზეც ჯარიმა უნდა გადაეხადა, თუმცა ყადაღა დაადეს მის ანგარიშებს.
"რუსული კანონის გაპროტესტების დროს აქციაზე დამიჭირეს, კბილი ჩამამიტვრიეს, გადამიარეს. სასამართლო ადგა და 2700 ლარით დამაჯარიმა. მთელი ეს პერიოდი ოქმი არ მომსვლია, არ ჩამბარებია. დავრეკე "ცხელ ხაზზე", არც მითხრეს, სად უნდა ჩამერიცხა, მითხრეს, რომ ოქმს უნდა დავლოდებოდი და ხელი უნდა მომეწერა. ამ წამს მოწმენდილ ცაზე ყადაღა დამადეს ყველა ანგარიშზე. ფორმალურად მაინც გავეფრთხილებინეთ, ზარი მაინც გამოეშვათ…" - წერს გელა ხასაია სოციალურ ქსელში.
23 სექტემბერს ამავე მიზეზით კიდევ ერთი პოლიტიკოსის ანგარიშებს დაადეს ყადაღა. ბორის ჩელე ყურუას "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდნენ.


