Accentnews.ge
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი: დღეს გავიგე, რომ აპრილში დამაჯარიმეს, გადაუხდელობის გამო დამიყადაღეს ანგარიში

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი: დღეს გავიგე, რომ აპრილში დამაჯარიმეს, გადაუხდელობის გამო დამიყადაღეს ანგარიში

25/09/2024 11:07:56 პოლიტიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ბექა ბერიძიშვილი აცხადებს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს აპრილის თვეში გამოწერილი ჯარიმის გადაუხდელობის გამო, თუმცა ფაქტი, რომ დაჯარიმებული იყო, დღეს გაიგო.

„დღეს დილით ერთ-ერთი ბანკი მწერს მესიჯს, რომ ჩემი ანგარიშები დაყადაღდა და ინფორმაციისთვის მივმართო აღსრულების ბიუროს. ბევრი ზარის განხორციელების მერე გავარკვიე, რომ აპრილში 5 თვის წინ, დროებით სამშენებლო ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის თბილისის მერიამ დამაჯარიმა, იერსახის დამახინჯებისთვის, ოღონდ ისე რომ მე ეს ყველაფერი დღეს გავიგე. 1000 ლარს, 70 ლარი ჯარიმა დაამატეს გადაუხდელობის გამო და დამიყადაღეს ბანკის ყველა ანგარიში. P.S დროებით სამშენებლო ღობეზე სტიკერის გაკვრა არ ისჯება, ნებადართულია“, – წერს ბერიძიშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S