Accentnews.ge
აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 26 სექტემბერს ბლინკენის შუამავლობით შეხვედრას გამართავენ

აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 26 სექტემბერს ბლინკენის შუამავლობით შეხვედრას გამართავენ

25/09/2024 11:51:46 პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შუამავლობით 26 სექტემბერს ნიუ-იორკში სომეხ კოლეგას არარატ მირზოიანს შეხვდება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტოს პრეს-სპიკერზე აიჰან გაჯიზადეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„26 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ინიციატივითა და მონაწილეობით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა იგეგმება“, - თქვა გაჯიზადემ.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ბაირამოვი და მირზოიანი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში იღებენ მონაწილეობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S