Accentnews.ge
მედია: გიორგი მარგველაშვილი "ძლიერ საქართველოს" უერთდება

მედია: გიორგი მარგველაშვილი "ძლიერ საქართველოს" უერთდება

25/09/2024 13:38:41 პოლიტიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ძლიერ საქართველოს" უერთდება. კოალიცია გუნდის ერთ- ერთ ლიდერად მას დღეს წარადგენს, – იუწყება "ტვ პირველი".

"დაელოდეთ 19:00 საათს. რაც შეეხება მარგველაშვილს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იგი არის პატრიოტი ადამიანი. იგი არის ადამიანი, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე და რაც ყველაზე მთავარია, ორივე ხელისუფლების დროს იყო პოზიციაში. არც ერთი ხელისუფლების დროს, მარგველაშვილი არ დაემორჩილა არანაირ წნეხს, ეს არის ძალიან პრინციპული ადამიანი. დანარჩენს გაიგებთ საღამოს", - განუცხადა "ტვ პირველს" "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

“ძლიერი საქართველო” აერთიანებს “ლელოს”, “მოქალაქეებს”, “თავისუფლები მოედანსა” და ანა დოლიძის პარტიას “ხალხისთვის”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S