უკრაინა ირანის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციაზე თანახმა არაა
03/02/2020 08:57:46 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, თეირანმა კიევს თვითმფრინავის ჩამოგდების გამო კომპენსაცია – თითო ოჯახისთვის 80 000 აშშ დოლარი შესთავაზა.
„რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლე ფულით არ იზომება, მაგრამ, ჩვენ მეტს მოვითხოვთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინა აპირებს, საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს.
8 იანვარს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ „ბოინგ 737“-მა თეირანის აეროპორტთან აფრენიდან რამდენიმე წუთში კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 176–ივე პირი დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ, ირანმა აღიარა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება შეცდომით მოხდა.


