ჯაფარიძე: კობახიძე აღმოჩნდა იმ არასასურველ პირთა სიაში, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამართულ ვახშამზე არ მიიწვიეს და ამ სიაში ცნობილი დიქტატორები არიან
26/09/2024 07:52:07 პოლიტიკა
"ერთიანობის" წევრი, გია ჯაფარიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა საქართველოს იზოლაციაში აქცევს და ამის "კიდევ ერთი დასტური გახლავთ ის, რომ ირაკლი კობახიძე აღმოჩნდა იმ არასასურველ პირთა სიაში, რომლებიც აშშ-ს პრეზიდენტის მიერ, გენასამბლეის სესიის პარალელურად გამართულ ვახშამზე არ მიიწვიეს".
"გაეროს გენანსამბლეის სესიაზე იმყოფება, რომელიც ყოველ წელს ტარდება. ქართული ოცნების" მედიასაშუალებებმა მანამდე გაავრცელეს დეზინფორმაცია, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილია: გენანსამბლეის სესიას მასპინძლობს ნიუ-იორკი და იქ ჩადიან გაეროს წევრი ყველა ქვეყნის მეთაურები. სესიაზე გამოსულან ისეთი პირები, როგორებიც არიან ფიდელკასტრო, უგო ჩავესი, მადურო, ასადი, ჰუსეინი და სხვები, მათ შორის, სანქცირებული ლიდერებიც. ბატონი კობახიძე ამ რანგში იმყოფება გენანსამბლეის სესიაზე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ "ქართული ოცნება" იზოლაციაში აქცევს საქართველოს და ამის კიდევ ერთი დასტური გახლავთ ის, რომ ირაკლი კობახიძე აღმოჩნდა იმ არასასურველ პირთა სიაში, რომლებიც აშშ-ს პრეზიდენტის მიერ, გენასამბლეის სესიის პარალელურად გამართულ ვახშამზე არ მიიწვიეს და ამ სიაში არიან ცნობილიდიქტატორები, როგორიცაა პუტინი, მადურო, ასადი, ჩრდ. კორეისლიდერი და სხვა ავტორიტარული რეჟიმების ხელმძღვანელები. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგი, რომელიც ანტიქართული, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლურია. აშშ-ს მხრიდან ამას უკვე გაეცა პასუხი იმ სანქციებით, რომელიც დაწესებულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ სანქცირებულ ხელისუფლებას სადმე შეეყვანა სახელმწიფო",- თქვა მან.
ჯაფარიძის თქმით, ვექცევით ისეთ საერთაშორისო იზოლაციაში, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სიღარიბეს და სიღატაკეს ჰპირდება, ამიტომ "ეს უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს, როცა ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს".


