„სირიის სამთავრობო ძალები დავბომბეთ და პასუხს სამომავლოდაც ყოველთვის მიიღებენ“
03/02/2020 10:18:20 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დღეს თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიის სამთავრობო არმიის პოზიციებს დაბომბა.
„სირიის სამთავრობო ძალები დავბომბეთ და პასუხს სამომავლოდაც ყოველთვის მიიღებენ. ამ დროის მონაცემებით, ლიკვიდირებულია 35–მდე სირიელი სამხედრო მოსამსახურე. ჩვენ მტკიცე ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების, ქვეყნის და იდლიბელი ძმების უსაფრთხოება. ყველა, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ჩვენს გადაწყვეტილებას, დიდ შეცდომას დაუშვებს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის: თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გუშინ იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალებმა თურქი სამხედროების პოზიციები დაბომბა. მომხდარს 4 თურქი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა.


