Accentnews.ge
მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობიდან "ოცნების" ახალ საარჩევნო სიაში 14 დეპუტატი ვერ მოხვდა

მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობიდან "ოცნების" ახალ საარჩევნო სიაში 14 დეპუტატი ვერ მოხვდა

26/09/2024 11:31:49 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიის საარჩევნო სიაში ვერმოხვედრილ დეპუტატებთან "ძალიან სერიოზულ თემაზე" კონსულტაციები მიმდინარეობს და ისინი "საპასუხისმგებლო თანამდებობებზე" გააგრძელებენ მუშაობას.

ეს ეხება, მათ შორის, არჩილ თალაკვაძესა და ბექა ოდიშარიას, სულ კი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობიდან სიაში 14-მდე წევრი აღარ არის.

„საბოლოო ჯამში, დღევანდელი უმრავლესობის წევრებიდან სიაში 14-მდე წევრი არ არის. მათ შორისაა ლევან მგალობლიშვილი, რომელიც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელად აირჩა. სულ ერთი ან ორი ადამიანია ისეთი, რომლებთანაც კონსულტაცია მათივე ნებით აღმასრულებელ რგოლებში ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე არ მიმდინარეობს. არჩილ თალაკვაძე სიაში არ არის. ყველამ იცით, რომ არჩილ თალაკვაძე ჩვენი ერთგული თანამებრძოლია. არჩილ თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლება ჯერჯერობით, სანამ ეს შეთანხმება არ მოხდება, ბუნებრივია, არ მაქვს. ასევე არიან სხვა ადამიანებიც. მაგალითად, ბექა ოდიშარიასთან ასეთი კონსულტაციები კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ასევეა ხატია წილოსანი, რომლის სურვილიც იყო და პრემიერის შეთავაზებაც, გადასულიყო ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, დიპლომატიურ სამსახურში. ელგუჯა გოცირიძემ თვითონ თქვა, რომ ურჩევნია, ისევ ბიზნესში დაბრუნდეს, რადგან პარლამენტარობის გამო ჩართული ვერ იყო. ხოლო სხვებთან, დანარჩენებთან, აბსოლუტურად ყველასთან ძალიან სერიოზული კონსულტაციები მიმდინარეობს კონკრეტული მიმართულებით აღმასრულებელ სფეროში გადასვლაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S