Accentnews.ge
„ლეიბორისტულმა პარტიამ" საარჩევნო სიის პირველი ათეული წარადგინა

„ლეიბორისტულმა პარტიამ" საარჩევნო სიის პირველი ათეული წარადგინა

26/09/2024 13:40:26 პოლიტიკა

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია წარადგინა.

დეპუტატობის კანდიდატთა პირველი ათეული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მან სიასთან ერთად გამოაქვეყნა კანდიდატების მობილური ტელეფონების ნომრებიც. "ლეიბორისტთა" სიაში სხვებთან ერთად არის პარტიის წევრი ბექა ნათელაშვილი, რომელიც შალვა ნათელაშვილის შვილია.

„ლეიბორისტული პარტიის“ სია ასე გამოიყურება:

  1. შალვა ნათელაშვილი - „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე;
  2. გიორგი გუგავა - პარტიის პოლიტიკური მდივანი;
  3. ლაშა ჩხარტიშვილი - პარტიის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი;
  4. მიხეილ ქუმსიშვილი - პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი;
  5. ტარიელ კალანდარიშვილი - პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი;
  6. ნიკოლოზ ვარდოშვილი - პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი;
  7. ბექა ნათელაშვილი - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტიის საერთაშორისო მდივანი;
  8. თემურ წიკლაური - პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი;
  9. ირაკლი კიკვაძე - პარტიის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
  10. დავით მამალაძე - ადვოკატი, პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკო–ში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. რამდენი კანდიდატისგან შემდგარი სია წარადგინა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ცესკოში ჯერ–ჯერობით ცნობილი არ არის.

პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S