Accentnews.ge
„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის ოცეული ცნობილია

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის ოცეული ცნობილია

26/09/2024 13:45:10 პოლიტიკა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ოცეული გამოაქვეყნა. პარტიამ, რომლის რიგებშიც წინასაარჩევნოდ გაერთიანდნენ „ალტ-ინფოს“ გაუქმებული პარტიის ყოფილი წევრები, ცესკოში სია რამდენიმე დღის წინ წარადგინეს.

„საპარლამენტო სია, ჩვენს პარტიასთან ერთად, დაკომპლექტდა იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით, რომლებიც შეუერთდნენ საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას. ამ დეკლარაციაზე ხელმომწერია 11 პოლიტიკური პარტია (ეროვნული, პატრიოტული, კონსერვატიულ- ტრადიციული პარტიები) და 40-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია! ჩვენ შევძელით ერთიანი საპარლამენტო სიისა და, რაც მთავარია, ეროვნული ერთობის ფორმირება“, - აცხადებენ პარტიაში.

სიის სათავეში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არიან. ათეულში შედიან ყოფილი „კონსერვატიული მოძრაობა“/„ალტ-ინფოს“ ლიდერები, მათ შორის - ზურაბ მახარაძე, რომელსაც კონსტანტინე მორგოშიასთან ერთად აშშ-მა სანქციები დაუწესა.

ოცეულში არ არის კონსტანტინე მორგოშია.

სია ასე გამოიყურება:

  1. ირმა ინაშვილი;
  2. გიორგი ლომია;
  3. გოჩა თევდორაძე ;
  4. გრიგოლ ხურციძე;
  5. გიორგი ქარდავა;
  6. ზურაბ მახარაძე ;
  7. ირაკლი მორგოშია;
  8. ირაკლი მარტინენკო ;
  9. ლევან ჩაჩუა;
  10. გიორგი კორკოტაშვილი;
  11. გოჩა ჯოჯუა ;
  12. შოთა მარტინენკო;
  13. მალხაზ თოფურია ;
  14. ჯაბა კუტალია;
  15. ოთარ ჭითანავა;
  16. ირაკლი ბერძენიშვილი;
  17. თორნიკე არევაძე;
  18. ზურაბ კობახიძე;
  19. გიორგი გაბათაშვილი;
  20. მერაბ გიგანი.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკო–ში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S