"პირი გამოიწმინდეთ“ - კობახიძე აშშ-ში შვილებთან ერთად ვიზიტის შესახებ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა
27/09/2024 06:43:28 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში შვილებთან ერთად ვიზიტის შესახებ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა. კერძოდ, მას ჰკითხეს, ამერიკაში ვიზიტისას შვილებთან ერთად რომ იმყოფებოდა და პროტოკოლი ზრუნავდა მისი „შვილების სეირნობაზე“, რა პასუხი ექნებოდა ამასთან დაკავშირებით.
„ჯერ ერთი, კორექტულად ისაუბრეთ. მეორე, რაც შეეხება ჩემ შვილებს, ჩემი შვილები იყვნენ აშშ-ში ჩემთან ერთად. ამისთვის მე პირადად შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები. იმის გამო, რომ შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები, ჩემთვისაც შეძენილი იქნა ეკონომ კლასის ბილეთები და ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს. სეირნობაზე რომ საუბრობთ, ცოტა პირი გამოიწმინდეთ“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.


