Accentnews.ge
"ურთიერთობები ასე არ უნდა გაგრძელდეს" - კობახიძე აშშ-ს ემუქრება

"ურთიერთობები ასე არ უნდა გაგრძელდეს" - კობახიძე აშშ-ს ემუქრება

27/09/2024 06:58:04 პოლიტიკა

ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული - ურთიერთობები ასე არ უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა, - უთხრა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-საქართველოს უპრეცედენტოდ დაძაბულ ურთიერთობებზე საუბროსას.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის საშუალება. თბილისში გაიმართა შეხვედრა, მათ შორის, ელჩთან გვქონდა რამდენიმე დღის წინ შეხვედრა. კომუნიკაციის პრობლემები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ ამერიკულ მხარეს გზავნილი და ეს გზავნილი, მათ შორის, საჯაროდაც გახდა ცნობილი. ჩვენ ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა. ეს არის ჩვენი მკაფიო ოპოზიცია. ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული“, - ამბობს კობახიძე.

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ტრადიციულ ვახშამზე მიწვევის გაუქმებას, "ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი" და "გაბუტვა" უწოდა.

"აშშ არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს. ეს ბავშვური საქციელია, რაც არ შეშვენის. რაც შეეხება ხელის ჩამორთმევას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი ესწრებოდა. ბაიდენმა მიიწვია ათეულობით ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. იქ მიწვეული იყო 150-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, საიდანაც ნახევარი არის ავტორიტარული, გაფორმებულად ავტორიტარული, კონსტიტუციურად არის ავტორიტარული. ავტორიტარულ ქვეყნებს იწვევენ და შენ გიუქმებენ მიწვევას, ამაზე გამოიტანოს საზოგადოებამ დასკვნები. რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერს რომ იწვევ, უმასპინძლდები და საქართველოს უუქმებ მიწვევას, აქედან ხომ საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს?! მას შემდეგ რაც ბაიდენის ვახშამი გაუქმდა, ერთად წავედით, მათ შორის დავით ზალკალიანთან ერთად და ვივახშმეთ ქართულად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S