კალაძის თქმით, დეპუტატობის მსურველ "ოცნების" წევრებს აქვთ "ყველაზე მთავარი" - "სიყვარული, პატრიოტიზმი და პატიოსნება"
27/09/2024 12:11:15 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დედალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდის პარტიულ სიაში შესულ ადამიანებს აქვთ "ყველაზე მთავარი" - "პატრიოტიზმი და პატიოსნება".
„ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებულია წარმატებული, პროფესიონალი ადამიანებით. ყველაზე მთავარი - მათ აქვთ ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და პატიოსნება. შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მოახლოებულ არჩევნებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამავე თემაზე: „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ოცეული


