Accentnews.ge
გახარია: „გარეჯი საქართველოას“ კამპანიის შედეგი იყო, რომ გარეჯიდან 500 მეტრში უზარმაზარი სამხედრო ბაზა აშენდა მეორე მხრიდან!

გახარია: „გარეჯი საქართველოას“ კამპანიის შედეგი იყო, რომ გარეჯიდან 500 მეტრში უზარმაზარი სამხედრო ბაზა აშენდა მეორე მხრიდან!

27/09/2024 16:07:56 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას.

„როდესაც დღეს ვიღაც აღქმებს ქმნის, რომ რუსეთი რაღაცას გვაჩუქებს, ან ძალიან დიდი იდიოტია, ან უბრალოდ გვატყუებს! თან ამის გამოყენება იმისთვის, რომ ცოტა უფრო მეტი ხმები მიიღო, ეს არის... არ ვიცი, რა დავარქვა“.

გარდა ამისა, ის თვლის, რომ ეს ძალიან საშიში პროცესია და ამ კონტექსტში გაიხსენა „ქართული ოცნების“ მიერ ასევე წინასაარჩევნოდ, 2020 წელს აგორებული კამპანია „გარეჯი საქართველოა“.

„მე ძალიან კარგად მახსოვს (სამწუხაროდ და ჩემდა საუბედუროდ, მე ამის ნაწილი ვიყავი) რა ხდებოდა „გარეჯი საქართველოას“ კამპანიის დროს. [...] არავის არ ახსოვს „გარეჯი საქართველოას“ შედეგი რა დადგა! მინდა იცოდეთ, რომ ამ კამპანიის შედეგი დადგა, რომ ზუსტად გარეჯიდან დაახლოებით 500 მეტრში უზარმაზარი სამხედრო ბაზა აშენდა მეორე მხრიდან, სხვა არაფრის გამო. რაც შემეძლო, მაშინ ამ კამპანიის წინააღმდეგი ვიყავი და ღიადაც ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას. მერწმუნეთ, მე და კიდევ რამდენიმე ჩემი თანამოაზრე იქ რომ არ ყოფილიყო, ეს კამპანია კიდევ უფრო შორს წავიდოდა, კიდევ მეტ უბედურებას და ზიანს მოიტანდა ქვეყნისთვის“,- თქვა გახარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

შესაბამისად, მისი თქმით, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ხელისუფლება არჩევნების მოგების მიზნით იწყებს სპეკულირებას საზოგადოებისთვის ყველაზე მგრძნობიარე თემებით, უკვე საშიში და საერთაშორისო საზოგადოებისთვის კომუკურიც ხდება.

„ეს უნდა გამოვასწოროთ 26 ოქტომბერს“,- დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S