Accentnews.ge
დარჩიაშვილი სიიარტოს  საქართველოს ევროკავშირში "ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე" ესაუბრა

დარჩიაშვილი სიიარტოს  საქართველოს ევროკავშირში "ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე" ესაუბრა

27/09/2024 19:40:11 პოლიტიკა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, ნიუ იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო "ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს". მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის "ფართო სპექტრი".

„ყურადღება გამახვილდა უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე; ასევე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე.

ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას, ხაზი გაესვა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წელს გაფორმდა. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დადებითი დინამიკა.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების ურყევი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის დასასრულს, ორივე მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებენ ევროკავშირის ლიდერები, განსაკუთრებით "აგენტების კანონის" მიღებისა და მკვეთრად ანტიდასავლური რიტორიკის გამო და აანონსებენ შემზღუდავ ზომებს, მათ შორის სახელდება ვიზალიზებალიზაცია. არაერთგზის ითქვა, რომ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო საქართველოს ბლოკში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ისინი ხაზს უსვამენ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების და დემოკრატიის რეფორმების აუცილებლობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S