ერდოღანი კიევში სამხედრო ყარაულს უკრაინულად მიესალმა - „დიდება უკრაინას“ (ვიდეო)
03/02/2020 15:31:31 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტის დროს სამხედრო ყარაულს უკრაინულად მიესალმა. „დიდება უკრაინას“ ამ სიტყვებით მიმართა ერდოღანმა სამხედრო ყარაულს.
ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს უკრაინა–თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომაში.


