ეროვნული ბანკი განმარტავს, ბოლო 4 წლის განმავლობაში რამდენი მიმართვა მიიღო საპენსიო სესხებთან და "ოვერდრაფტთან" დაკავშირებით
30/09/2024 06:43:12 პოლიტიკა
ბოლო 4 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკში საპენსიო სესხებთან და "ოვერდრაფტთან" დაკავშირებით 3 490 მიმართვა შევიდა. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილს კითხვის პასუხად გაუგზავნა.
"2020 წლის 01 სექტემბრიდან 2024 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში - „ბანკი“) მიერ გაცემულ საპენსიო კატეგორიის სესხებთან/კრედიტებთან დაკავშირებით დაფიქსირდა 3,195 (სამიათას ასოთხმოცდათხუთმეტი), ხოლო, საპენსიო ე.წ. "ოვერდრაფტთან" დაკავშირებით - 295 (ორასოთხმოცდათხუთმეტი) მომართვა.
აღნიშნული მომართვების/განცხადებების შინაარსი განსხვავებულია და მოიცავს როგორც მითითებული საკრედიტო პროდუქტების ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის (მათ შორის, ახალი კორონავირუსით (COVID19) გამოწვეული პანდემიის პერიოდში ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ საფუძველზე შეცვლილ ვადასა და პირობებს), საპროცენტო შენატანებთან, გადახდის გრაფიკთან მიმართებით შეკითხვებს/პრეტენზიებს, ასევე, სესხის/კრედიტის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებულ და სხვა სახის საკითხებს." - ნათქვამია სებ-ის წერილში.
ბანკსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის პირობების, საპროცენტო შენატანების, საპროცენტო განაკვეთის ოდენობისა ან/და სესხის/კრედიტის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით 2020 წლის 01 სექტემბრიდან 2024 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში სულ დაფიქსირდა 2,776 (ორიათას შვიდასსამოცდათექვსმეტი) მომართვა/განცხადება, ხოლო, სხვა საკითხებს, მათ შორის, ადმინისტრაცია/მომსახურებას, ზოგადი ხასიათის ინფორმაციის გამოთხოვას, ბანკის მხრიდან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და ა.შ., შეეხებოდა 714 (შვიდასთოთხმეტი) მომართვა, რომლებიც წლების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:



