Accentnews.ge
მედია – იტალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის იზოლირება მოახერხეს

მედია – იტალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის იზოლირება მოახერხეს

03/02/2020 16:07:40 მსოფლიო

იტალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის იზოლირება მოახერხეს, – იუწყება ადგილობრივი მედია.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანზას განცხადებით, იზოლირება ნიშნავს, რომ გაჩნდა შესაძლებლობა ვირუსის შესასწავლად.

იტალიელი მეცნიერების თქმით, მიღებული შედეგი ვაქცინის შექმნას გაადვილებს.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 361-ს მიაღწია. გუშინ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ფილიპინებში დაფიქსირდა. გარდაცვლილი 44 წლის მამაკაცი ქვეყანაში ჩინეთის ქალაქ უხანიდან იყო ჩასული.

კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. ისინი კარანტინში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, "საფრანგეთში ჩასვლისთანავე საქართველოს მოქალაქეებს ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და ამ დროისათვის კორონავირუსის რაიმე ფაქტი ან სინდრომი არ გამოვლენილა".

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "ქვეყანაში სამი პაციენტი გადის მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ მათაც ამ ეტაპამდე კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ხვალ ველოდებით გერმანიიდან პასუხს, რომლითაც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა ამ სამ პირს კორონავირუსი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S