კანადის ავიახაზების ბოინგი, რომლის ბორტზეც 130 მგზავრი იმყოფება, მადრიდის აეროპორტში ავარიული დაშვებისთვის ემზადება
03/02/2020 16:39:55 მსოფლიო
კანადის ავიახაზების ბოინგი 767, რომლის ბორტზეც 130 მგზავრი იმყოფება, მადრიდის აეროპორტში ავარიული დაშვებისთვის ემზადება, – იუწყება ბრიტანული მედია.
მისივე ცნობით, თვითმფრინავს ნაწილი მოძვრა და ძრავაში შეუვარდა. ბოინგი 767 მადრიდიდან ტორონტოში მიფრინავდა. თუმცა აფრენიდან დაახლოებით 30 წუთში პილოტმა მადრიდის აეროპორტს ავარიული დაშვებისთვის მიმართა.
მადრიდის აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი კანადური ბოინგის მისაღებად სრულ მზადყოფნაში არიან.
განახლება: თვითმფრინავი აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა


