მილიონერი კახი კალაძე განმარტავს, რატომ აღარ ინახავს თანხებს უცხოურ ბანკებში
30/09/2024 11:09:45 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ უცხოურ ბანკებში თანხებს მათ მიმართ უნდობლობის გამო აღარ ინახავს.
"რა თქმა უნდა, არ ვენდობი - რატომ უნდა შევინახო? ნახეთ, ივანიშვილთან რა დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს - ადამიანი გაძარცვეს! ვერ წარმომიდგენია და რატომ უნდა ვენდო?!", – ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ გაასესხა უცხოურ ბანკებში განთავსებული თანხები და რატომ აღარ ინახავს იქ.
გუშინ "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს შორის კახა კალაძეც ფიგურირებს".
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 31 იანვრით დათარიღებულ ქონებრივ დეკლარაციაში კალაძემ მხოლოდ ქართულ ბანკებში არსებული თავისი ანგარიშენი ასახა. გასული წლის 31 იანვრით დათარიღებულში კი ფიგურირებდა მისი ანგარიში იტალიურ ბანკ Intesa Sanpaolo-შიც, რომელზეც იმ დროისთვის 4,2 მლნ დოლარი ედო. კიდევ ერთი წლით ადრე კალაძეს გააჩნდა ანგარიში შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-შიც, რომელზეც იმ დროისთვის 3,7 ლნ ევრო და 765 ათასი დოლარი ჰქონდა განთავსებული.


