Accentnews.ge
შტაინმაიერი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ: "საქართველოს მთავრობა ისტორიულ შანსს ემუქრება"

შტაინმაიერი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ: "საქართველოს მთავრობა ისტორიულ შანსს ემუქრება"

30/09/2024 13:24:28 პოლიტიკა

გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, "საქართველოს მთავრობა ისტორიულ შანსს ემუქრება". ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ "ფეისბუქში" ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის გვერდზე გამოქვეყნდა.

"შეხვედრაზე [შტაინმაიერმა ზურაბიშვილს] მადლობა გადაუხადა მისი მკაფიო პროევროპული პოზიციისთვის. ამავდროულად, მან სინანული გამოხატა საქართველოს ევროკავშირში შესვლის პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯების გამო. გერმანიის პრეზიდენტის თქმით, [საქართველოს] მთავრობა ამით ისტორიულ შანსს ემუქრება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, გერმანიის პრეზიდენტი "აგენტების კანონს" აკრიტიკებს.

"2024 წლის გაზაფხულში მთავრობამ რამდენიმე კანონი მიიღო, რაც ევროკავშირთან დაახლოებას ართულებს. ასეთია „გამჭვირვალობის კანონი“, რომლის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური ინტერესების გამტარებად უნდა დარეგისტრირდნენ", – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნული შეხვედრის შესახებ მხოლოდ კადრები გაავრცელა.

ცნობისთვის: 29 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ბერლინში ქართულ დიასპორას შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, იგი ხვალ ვარშავაში ჩავა, სადაც უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S