Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "გერმანიის პრეზიდენტთან "ქართული ქარტიის" ინიციატივა, საქართველოში წინასაარჩევნო კლიმატი, რუსული გავლენა განვიხილეთ"

ზურაბიშვილი: "გერმანიის პრეზიდენტთან "ქართული ქარტიის" ინიციატივა, საქართველოში წინასაარჩევნო კლიმატი, რუსული გავლენა განვიხილეთ"

30/09/2024 16:06:06 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერლანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან "ქართული ქარტიის" ინიციატივა, საქართველოში წინასაარჩევნო კლიმატი, რუსული გავლენა განიხილა.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. "ქართული ქარტიის" ინიციატივა, საქართველოში წინასაარჩევნო კლიმატი, რუსული გავლენა, დიასპორასთან დაკავშირებული შეზღუდვები და არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკვირვების პრობლემები განვიხილეთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს დღეს, 30 სექტემბერს შეხვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S