სალომე ზურაბიშვილი ანჯეი დუდას შეხვდება
30/09/2024 16:27:32 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 1 ოქტომბერს ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით გამოვა პანელზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმობა.


